ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) უგულავა: შიოს ეგზარქოსად გვთავაზობენ… ვინ დაამტკიცა ეს ხალხი სხვისი ტ**აკის მცველებად?

პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ტვ პირველის ეთერში საქართველოს ეკლესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მეუფე შიოს რუსეთი ეგზარქოსად “სთავაზობს” საქართველოს.

უგულავას თქმით, ვინც იტყვის, რომ ღვთის წინაშე ადამიანი თანაბარი არაა, ის ანტიქრისტეა.

“შიოს პატრიარქად არა, ეგზარქოსად გვთავაზობენ, დავკარგავთ მერე ეკლესიასაც და სახელმწიფოებრიობასაც. მოვიდეს სხვისი ტ**კის დამცველი, რუსთაველზე რომ დარბიან და დავილაპარაკოთ თეოლოგიურად. ეს არის რუსების ნარატივი, მოგონილი დასავლეთთან საბრძოლველად. ვინც სუსტს ჩაგრავს, ამას მართმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს. რაც არ უნდა გაბრწყინებული ჯვარი ეკეთოს, ვინც იტყვის, რომ ღვთის წინაშე ადამიანი თანაბარი არაა, ის ანტიქრისტეა, ის უნდა გაპარსო და გააგდო. არს საქართველოს სახელმწიფოს და არც საქართველოს ეკლესიას ამ რუსის “შნირებს” არ დავუთმობთ. ვინ დაამტკიცა ეს ხალხი სხვისი ტ**აკის მცველებად?”, – აცხადებს უგულავა.

იტვირთბა....