ვაკო ავალიანი მაესტროს დირექტორის პოსტს ტოვებს. როგორც ავალიანი ფეისბუქზე წერს, მისთვის არხის ახალი პრიორიტეტები მიუღებელია.
“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე. არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!”, – წერს ავალიანი.