ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შსს: რუსთავში მოქალაქემ ერთი პირი მოკლა და ერთი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში მოქალაქემ ერთი პირი მოკლა და ერთი დაჭრა.

“ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ.ჩ.-ს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....