aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

tv პირველის ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

tv პირველის ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე, შსს განცხადებას ავრცელებს.

“ტელეკომპანია “tv პირველის”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....