რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კალენდარი გამოვიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. თითოეულ თვეს პუტინის სხვადახვა სურათი ერთვის. ფოტოებში კრემლის ლიდერი განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება, ეკლესიაში, საზღვაო კოსტუმში ჩაცმული და სხვა.
პუტინის 2016 წლის კალენდარი რუსულმა ტაბლოიდურმა გაზეთმა დაბეჭდა 200 000 ტირაჟით.
რუსეთში, სადაც პუტინის რეიტინგი 80%-ია, პრეზიდენტის კალენდარი სწრაფად იყიდება.