ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....