ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილს სასწრაფოდ ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა”!

ორგანიზაცია „ნოვატორების“  ლიდერი ვაკო ფაჟავა პრეზიდენტის სახელზე განცხადების შეტანას გეგმავს. მისი თქმით, იგი მარგველაშვილისგან მოითხოვს  ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის უფლების ჩამორთმევას.

„დადგეს  ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი! მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს, სასწრაფოდ ჩამოერთვას ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. არავითარი იურიდიული უფლება არ აქვს მოქალაქე მილიარდერს უხეშად ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში და სახლიდან გაუსვლელად ათავისუფლებდეს, ან ნიშნავდეს მაღალ თანამდებობებზე პირებს. მოვითხოვ შეწყდეს ოლიგარქიული წყობილება ქვეყნის შიგნით, პატივი ვცეთ ჩვენს მოქალაქეებს და დემოკრატიულ პრინციპებს. ვაპირებ შევიტანო განცხადება პრეზიდენტის სასახლეში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხემძღვანელმა და ახალგაზრდა პოლიტიკოსმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელზე, თუ  იქნება აუცილებელი დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე!“ – ნათქვამია ვაკო ფაჟავას განცხადებაში

 

წყარო mediacity.ge

იტვირთბა....