[su_quote] ერთერთი მთავარი პრობლემა გვაქვს ფარისევლობა. ახალა რაც მახსენდება, თბილისში ახალ წელს, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტი სადაც დგას, გარშემო იყო დიდი წარწერა – “სოლიდარობით სავსე ქალაქი” გახსოვთ ხომ? ქალაქის მერმა თავისი ინიციატივით გააკეთა, ძალიან კარგი სლოგანი იყო. რამდენიმე თვეში ვინც ეს სლოგანი გამოიტანა, გვითხრა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდესო. ვინ ლაპარაკობს ამაზე? კახი კალაძე, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი, კარგი კავშირებით, არმანის სახე დოლჩე და გაბანას კოსტუმით გამოდის და იძახის, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, სრული აფსურდია ხალხო. მის ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, არმანში არ ვიცი რა იფიქრეს ნეტა თუ იცოდნენ ჰომოფობთან რომ ჰქონდათ საქმე [/su_quote]
ამის შესახებ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

