ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავაძემ მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა, პოსტი გამოაქვეყნა და შეიგინა

პაატა შავაძემ, რომელიც ხმოვან შეტყობინებაში GDI-ს იურისტ გვანცა წულუკიძეს დამამცირებლად და ცინიკურად მიმართავდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მან ამის შესახებ  Facebook-ზე დაწერა.

“ოფიციალურად გაცხადებული მე..აკე უნდა იყო და უცებ გახდები უზენაესი სასამართლოს ენჯეობისათვის სანუკვარი მოსამართლე!! აი, ეს არის ამათი კრიტერიუმი და ამით აფასებენ ესენი დღეს პროფესიონალიზმს! ვერ გავხდები მე..აკე! კაცი ვარ კაცური თქვენი დედაც!”,-  წერს შავაძე.

დღეს გავრცელდა ვიდეო სადაც პაატა შავაძე GDI-ს იურისტს გვანცა წულუკიძეს დამამცირებლად მიმართავდა.

“გვანცუშკები, გვანცუშკები, როგორ ხარ? ბოდიში, რომ შენთან ვერ შევათანხმე მოვდივარ თუ არ მოვდივარ. სად მუშაობ? დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი თუ რაღაც გიწერია, ხომ? აწი შეგათანხმებ, როცა ვერ ჩამოვალ, ან სადმე თუ მივდივარ და აუცილებლად შეგატყობინებ, რომ შენ იცოდე, სად მივდივარ, სად მოვდივარ. შენ ხო მეტი საქმე არაფერი არ გაქვს, ასეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავ რაღაცებს, ბოდიში, რომ შენ და შენს დამქაშებს და ენჯეოშნიკებს ვერ შეგატყობინეთ. შენი საქმე არ არის მე სად წავალ და სად მოვალ”,- ეუბნება შავაძე წულუკიძეს.

ეს შეტყობინება გვანცა წულუკიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მორიგ ჯერზე არ გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებაზე თავად პაატა შავაძე.

იტვირთბა....