ზესტაფონში, ახალგაზრდა კაცს ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით კურიერისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მათი ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, სამართალდამცველის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია. უცნობია დაკავებულია, თუ არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს.