ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. დღეს, ვითიბი ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN-ს შორის, პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს კურსების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების შესწავლას. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება ვითიბი ბანკის და BPN -ის მიერ.
კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო ვითიბი ბანკის მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და გამჭირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა განთავსდება ბანკის ვებ გვედზე VTB.GE.
„ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ ჩვენი ახალი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.“ – განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის სამმართველოს უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.