BBC-ის ინფორმაციის თანახმად, ინდონეზია აპირებს ციხის აშენებას, რომელშიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირები განთავსდებიან. ციხე არც მეტი, არც ნაკლები… ნიანგებით და პირანიებით იქნება გარშემორტყმული.
2015 წლის ნოემბერში ინდონეზიამ სიკვდილით დასჯის კანონი გააუქმა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მთავრობა ამართლებს, როგორც „სხვა ალტერნატივას“.
ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსი BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს ხუმრობა არ არის. იგი მთავრობის დავალებით უკვე მუშაობს ციხის გეგმაზე. გეგმის მიხედვით, საპატიმროს ირგვლივ ექნება სამი ზონა. პირველ თხრილში ნიანგები მოთავსდებიან, მეორეში – პირანიები, მესამეში კი ვეფხვები. ცხოველების დასაცავად კი, ციხის ირგვლივ სპეციალური დამცავი კედელი აშენდება.
ინდონეზიის მასშტაბით ყველა რეგიონიდან განყოფილებას უკვე უგზავნიან ნიანგებს, რომლებიც სხვადასხვა ჯიშისა და ზომისანი არიან.