ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ეროვნულ გამოცდაზე მოქცევის წესებია ახსნილი. მათი თქმით, აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებმა თან იქონიონ დამატებითი სამედიცინო პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით, კალამი კი, უნდა იყოს ე.წ. ტუშის და შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

“გამოცდის მსვლელობის დროს, მაგიდაზე მხოლოდ უნდა იდოს ის ნივთები, რომელიც გამოცდამდე დარიგდება. საგამოცდო დრო, მხოლოდ სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირებს დაემატებათ.

გაფრთხილების გარეშე გამოცდიდან მოიხსნება ის პირი, რომელსაც მსვლელობის დროს ელექტრონული ხელსაწყო (მობილური, კალკულატორი, საათი), ან დამხმარე მასალა აღმოაჩნდება. ასევე, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია უნდა იქნეს დაცული: თან იქონიონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მითითების შემთხვევაში, ხელები დაიმუშავონ სადეზინფექციო ხსნარით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თუ აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება, გადაწყვეტილების გასაჩივრება იმავე დღის 9 საათამდე განაცხადის წარდგენა საგამოცდო ცენტრის შენობაში იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....