ამირან გამყრელიძემ საკოოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვი ვაქცინის მარაგის დაკარგვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
„მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტოროლის ცენტრის საწყობებში, არაფერი არ დაკარგულა. როდესაც ვამბობ დანაკარგს, იგულისხმება სხვა რამე. ასტრაზენეკას 3%-იანი დანაკარგი გვაქვს, ფაიზერზე 2,3%-იანი დანაკარგი. ფაიზერის 95 დოზა გაფუჭდა, იმიტომ რომ, გამოდის 6 დოზიან ამპულებში. შესაბამისად თუ არ მოვიდა 6 ადამიანი, ვაქცინა გაფუჭდება. ფაიზერი ადმინისტრირდებოდა მხოლოდ ხუთ კლინიკაში, ამიტომ იქ დანაკარგი გვქონდა ძალიან მცირე“, – განაცხადა ამირან გამყლეიძემ.
აღნიშნული კომენტარი, საკოორდინატორო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.