მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ კვირეულს ეხმიანება.
მეტრონომი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქართველი ერი და მართლმადიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. მართლმადიდებლობის დაკარგვა ნიშნავდა ეროვნების დაკარგვას. ის, რაც დღეს გარედან მართული თავსმოხვეული, არასწორი აზროვნებით ხდება ჩვენს ქვეყანაში, მიუღებელია მართლმადიდებელი ერისათვის.
1-დან 5 ივლისის ჩათვლით იმართება ლგბტ, თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ე.წ. ,ღირსების მარში. უღირს ქმედებებს ვერ ერქმევა ღირსეული.
ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ და ვამხილოთ უზნეობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ღირებულებები, ტრადიციები, დავიცვათ ჩვენი ოჯახები და მომავალი თაობა.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული უნდა ჩატარდეს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება.