ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თანამდებობიდან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებაზე იმნაძე კომენტარს აკეთებს

“ეს ინფორმაცია სიცრუეა”, – ასე პასუხობს პრაიმტაიმნიუსთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამირან გამყრელიძის გადაყენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

იტვირთბა....