ევანგელურ-პატისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეკლიასიის პოზიცია LGBTQ საკითხსა და მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, არასწორია.
“ეკლესიას შეეძლო გაეკეთებინა ის, რომ დამდგარიყო იმ მხარეს, სადაც დგას ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი და გარიყული ადამიანები. სამწუხაროდ, ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში ჩანს სრულიად განსხვავებულად, ქრისტიანობა დგას მხოლოდ ძლიერის მხარეს”, – თქვა გოცირიძემ TV პირველთან.
პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ერის დამფუძნებელი ლევან ვასაძე. მან ხელისუფლებას კონკრეტული ვადა მისცა, რათა არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე”.
ამავდროულად, საპატრიარქომ 16 ივლისს ლევან ვასაძის კონგრესიდან ჰომოფობიური ქადაგება გაავრცელა.
ამასთან, რადიკალური დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
“საყოველთაო მობილიზებას ვაცხადებ. დავიკავებთ მთელი რუსთაველის პროსპექტს. არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ სახელმწიფომ და მაგ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”, – ნათქვამია მათ განცახდებაში.