ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვასაძე: მთავრობას პრაიდის გაუქმებისთვის 10-დღიან ვადას ვაძლევთ

მოძრაობა ერის ლიდერმა, ლევან ვასაძემ მთავრობას 10-დღიანი ვადა დაუწესა, რომ 5 ივლისს დაანონსებული პრაიდი გააუქმოს.

“მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი — ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალისა და ტრადიციის გვერდზე. ან გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი, როგორც ეს ჩვენ გავაკეთებინეთ ორის წლი წინ. ვაძლევთ ათდღიან ვადას, 25 ივნისამდე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, პრაიდი უნდა გაუქმდეს, რათა ხელისუფლებამ არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას.

იტვირთბა....