საპატრიარქო ვასაძის 2016 წლის კონგრესიდან ჰომოფობიურ ქადაგებას ავრცელებს.
მამა იოსაია ქადაგებს, თუ არ გვინდა, რომ საქართველო სან-ფრანცისკოს დამსგავსოს, ცისარტყელით შენიღბულ რადიკალებს, ვუთხრათ რომ მათი ანტირელიგიური და ანტისაკაცობრიო პროპაგანდა ჩვენი ერებისთვის მიუღებელია.
“მე ლგბტ რევოლუციის შუაგულში ვიცხოვრე და დამწუხრებული ვუყურებდი ჩემი ერის სამარცხვინო დაცემას ღმერთისა და ადამიანის წინაშე. ნება მომეცით, თქვენ, ქართველებს და ყველა ადამიანს აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, იმ ქვეყნებში. სქადაც მამათმავალთა ხატმებრძოლეობა ახლა შემოდის, ერთი რჩევა მოგცეთ: გაძლიერდით თქვენს რწმენაში ლგბტ რევოლუციის წინააღმდეგ! არ დათმოთ, თუ არ გინდათ თქვენი ქალაქები სან-ფრანცისკოს დაემსგავსოს, სადაც ძაღლების რიცხვი ბავშვებისას 80.000 – ით აჭარბებს..უთხარით ლგბტ შემწყნარებელ ტირანებს, ამ მამათმავლურ მაფიას, ამ ჰომოფასშისტებს, ცისარტყელით შენიღბულ რადიკალებს, რომ მათი ანტირელიგიური და ანტისაკაცობრიო პროპაგანდა თქვენი ერებისთვის მიუღებელია.
დაე ღმერთმა დაიფაროს და დალოცოს თქვენი ქვეყნები!”, – ამბობს მამა იოსაია.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები პრაიდს მართავენ, რამდენიმე დღის წინ კი ჰომოფობიური ძალაების ლიდერმა ლევან ვასაძემ მმთავრობას მოუწოდა რომ ეს პრაიდი ჩაშალოს. დღეს კი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ზემოთ აღნიშნულ მასალას ვხედავთ.