ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი იქნება — რადიკალური ჯგუფები ლგბტ მარშზე

რადიკალური დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

“საყოველთაო მობილიზებას ვაცხადებ. დავიკავებთ მთელი რუსთაველის პროსპექტს. არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ სახელმწიფომ და მაგ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”, – ნათქვამია მათ განცახდებაში.

როგორც ცნობილია, ლგბტ ღირსების აღლუმი 5 ივლისაა დაგეგმილი.

იტვირთბა....