[su_quote] მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ შეიძლება ეს ადამიანები თავს გვაცოდებენ, მურუსიძის გამოსვლები, თითქოს ყველა მათ წინააღმდეგ არის და ა.შ. უნდა გავიხსენოთ მათი გაკეთებული საქმეები, რას აკეთებდნენ წარსულში, რას აკეთებენ და რას გააკეთებენ მომავალში, – ამის პროგნოზირება ძალიან მარტივია. ამიტომ, მურუსიძე არის ადამიანი, რომელსაც მიუღია ძალიან მძიმე განაჩენები, როგორც საბჭოს წევრს. თავის შეცოდების მაგივრად, უპასუხოს კითხვას, როგორ ინიშნებიან ნეპოტიზმით მოსამართლეები და როგორ ხდება გარიგებები [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა TV პირველს განუცხადა და ამით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა.