ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მურუსიძე: სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამო ბევრი მოსამართლეა შეწუხებული

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტენს უთხრა, ვერავინ იტყვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონი დაარღვია.

„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, შესაბამისად, ამის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს“,-განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 – კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იტვირთბა....