ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რამიშვილმა პრაიმტაიმს უთხრა, რომ მას ამ წუთებშიც შესაბამისი კვლევები უტარდება.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ვარ. სიცხე მაქვს, სუნთქვა მიჭირს. ჯერჯერობით პასუხი არ არის, ანალიზები ამიღეს, ყველაფერს აკეთებენ. გუშინდელის შემდეგ ვარ ცუდად.

ახლა გადასხმას მიკეთებენ, ძალიან ცუდად ვარ, სუსტად ვარ, სუნთქვა მიჭირს, მოტეხილი ვარ…“, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ თავს ცუდად გრძნობს.

იტვირთბა....