ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველასთვის სასიამოვნოა, როდესაც გაღიარებენ – რჩეულთა შორის რჩეული ექიმები დაჯილდოვდნენ

ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის, – ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა, სადაც რჩეულთა შორის რჩეული ექიმები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ჯილდო ექიმებისთვის დიდი სტიმული.

“აღნიშნული ჯილდო არის სტიმული, ეს არის ნომინაცია “საუკუნის ექიმი”. ყველასთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე მყოფი ადამიანებისთვის, როდესაც გაღიარებენ,” – აღნიშნა ლევან რატიანმა რუსთავი 2-თან.

პროექტი ითვალისწინებს მედიკოსების წახალისებას, რომლებიც უხილავ მტერთან ათასობით სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ღონისძიება ექიმთა ლიგის ორგანიზებით ჩატარდა.

იტვირთბა....