ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: დაელოდეთ ჩემს გამოსვლას, ცუდი ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ

გიორგი ვაშაძე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენას აფასებს. მისი თქმით, ხალხი ვალებით ყიდულობს საჭმელს და პრემიერის გამოსვლას ცინიზმით სავსეს უწოდებს.

‘’ერთი კითხვა გამიჩნდა, სად გადის ტყუილის და ცინიზმის ზღვარი. მოქლაქეებს მივმართავ, თქვენ მართლა ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ასე კარგად არის?! ვალები დაგვადეს, ხალხი სესხით ყიდულობს საჭმელს. 200 000 ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან. 25 მილიარდი დაგვადეს სახელმწიფო ვალი, დღეს დაელოდეთ ჩემს გამოსვლას, ცუდი ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ, ჯამური ვალი გაცილებით უფრო დიდია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ეს ცინიზმი და გავუშვათ ეს ხალხი ხელისუფლებიდან’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი განმარტებით ქვეყანამ აიღო უზარმაზარი ვალი, თუმცა ხალხს მაინც შია, აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

იტვირთბა....