[su_quote] ძალიან გახარებული დავრჩი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით იმის თაობაზე, რომ ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში. თუ საქართველოშია, ე.ი. არის ტყეში და თუ ტყეშია, იმ ფულს ვერ დახარჯავს. როცა მას დაიჭერთ, სამართლიანობაც აღდგება და ფულიც დაუბრუნდება პატრონს. ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ფინანსთა მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ოღონდ პასუხს მე გაგცემთ, რომ არ იწვალოთ, ამას გამოთვლები სჭირდება. რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ მოეპარა 129 მლიონი ლარი? — უნდა გაეძარცვა 86 ბანკი. წარმოგიდგენიათ, 86-ჯერ რომ ეს განმეორდეს და ის ამბები დატრიალდეს? გინახავთ, ხომ, ფილმებში, რამდენს წვალობენ, წლობით, რომ გვირაბები გათხარონ და ერთი ნახატი მოიპარონ და 1 მილიონი იშოვონ. რას ვხედავთ? — ფინანასთა მინისტრისა და სხვა ჩინოვნიკების მონაწილეობით მოიპარეს 129 მილიონი ლარი დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით [/su_quote]
ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტში ისაუბრა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ანგარიში წარადგინა.