საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის, 117-დან მე-5 ადგილზეა საქართველო.
“ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილს იკავებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრი დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.