არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის სამეგრელოში მამა-შვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. არასრულწლოვანი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.