Edison Research-ის კვლევის მიხედვით გაირკვა, გამოკითხული მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება პოლიტიკოსებისადმი. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
57% — გიორგი გახარია;
50% — კახა კალაძე;
47% — ნიკა მელია;
43% — გიორგი ვაშაძე;
38% — ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.