ქართული ოცნების დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადებით, ომბუდსმენის პასუხით კითხვაზე, რას აკეთებს სახალხსო დამცველი იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდეს, კმაყოფილია. როგორც ბერაძემ მეტრონომს უთხრა, აბსოლუტურად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა გახელაძის გათავისუფლებაში.
“რა თქმა უნდა, მან [სახალხო დამცველმა] უნდა გააკეთოს ის, რა ბერკეტებიც შედის. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გახელაძე დაბრუნდეს. ჩვენ, რიგითმა მოქალაქემ, მთავრობამ, ომბუდსმენმა უნდა გავაკეთოთ ის, რაც ამ ბერკეტებში შედის.
კონკრეტული კითხვა დავუსვი და მან მიპასუხა, რომ მიმართა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სადაც კი მონაწილეობდა, – კონფერენციებში, გამოსვლებში, – ყველა ტრიბუნას ვიყენებ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდოო. ჩემთვის ეს პასუხი საკმარისი იყო”, – თქვა ბერაძემ მეტრონომთან.
პლენარულ სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს, რიმა ბერაძემ სახალხო დამცველს მიმართა კითხვით, – “რა ნაბიჯები გაქვთ გადადგმული ამ ვითარებაში ზაზა გახელაძის დასახმარებლად?”