კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოეტ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა:
“დღეს ჩვენ გვქონდა პატივი, რომ პირადად მიგველოცა ბატონი რეზო ამაშუკელისთვის 85 წლის იუბილე. მე პირადად მოხარული ვარ, რომ მომეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, მიუხედავად იმ რთული ჟამისა, რომელიც უდგას მსოფლიოს, ქვეყანას პანდემიის სახით. საჯაროდაც, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ის მუხლჩახრელი ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რომელსაც ის მუდამ ემსახურებოდა, არა მარტო თავისი შემოქმედებით, პოეზიით, არამედ საზოგადო მოღვაწეობითაც. ასევე, მინდა საქართველოს ვუსურო მისნაირი კარგი მამულიშვილები”, – აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანმა ამაშუკელთან ერთად ტორტზე სანთლები ერთად ჩააქრო.