ყოფილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, კონსპირაციული შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შეერთებულ შტატებში ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.
შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე – ადასტურებს ასევე ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა.
თუმცა ბოკუჩავა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია „გაიქცა“.
გიორგი გახარიამ სასტუმროს ტერიტორია უკვე დატოვა, თუმცა კურიერმა მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.
ასევე ამავე სასტუმროში – The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან „რუსთავი 2“-თან კომენტარი არ გააკეთა.