ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: იმუნიტეტით არ ვისარგებლებ, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს ეს თავდასაცავად

ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარძემ განაცხადა, რომ პარლამენტარის იმუნიტეტით არ ისარგებლებს.

“ახლავე ვაცხადებ, რომ არანაირი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ. ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური დონის საერთაშორისო სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს რაღაც იმუნიტეტი იმისთვის, რომ დაიცვას თავი. ქვეყანაში არსებობს, სამწუხაროდ, პლიტიკური მართლმსაჯულება”, – განაცხადა მამუკა ხაზარძემ.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტში საქრთველოს პარლამენტის წევრისათვის იმუნიტეტის შეჩერების/მოხსნის საკითხი განიხილება.

იტვირთბა....