მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ასტარზენეკას მეორე დოზების არარსებობაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს.
“ატრაზენეკას მეორე დოზაზე ჩაწერილი ასაკოვანი ადამიანები ვაქცინის იმ თაკარა მზეში მივიდნენ, ელოდნენ ვაქცინას, იქ პერსონალმა მხრები აიჩეჩა და უთხრა, რაღაც ხარვეზია და წაბრძანდით სახლშიო. კითხვა, მინდა, დავსვა ხელისუფლებისადმი, ამ მავნებლობისათვის ასაკოვანი ადამიანები რომ აწვალეს, რომლებიც პირველი დოზიდან მეორე დოზამდე მთელი თვე გამოკეტილები იყვნენ სახლში, ვერ გამოდიოდნენ შიშით, წინასწარ მაინც დაერეკათ, რომ სადღაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში არ მისულიყვნენ, ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? ზრდილობის გამო მაინც არავინ უნდა გადადგეს?” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ცნობილია, ასტარზენეკას საკმარისი რაოდენობა ქვეყნაში არ არის და მეორე დოზაზე ჩაწერილებისთვის ამირან გამყრელიძემ ალტერნატივად სინოფარი და სინოვაკი დაასახელა.