ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დეგნანი: შეფასება, რომ დანიშვნების შეჩერება სასამართლოს ჩამოშლას გამოიწვევს, არ არის მართალი

ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოსამართლეების დაჩქარებული წესით არჩევისა და დანიშვნის პროცესზე განაცხადა, ის შეფასება, რომ დანიშვნების შეჩერება გამოიწვევს სასამართლოს ჩამოშლას, არ არის მართალი

“ჩემს მოწოდებაზე მნიშვნელოვანი არის ის ვალდებულება, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა ხელშეკრულების ხელმოწერით აიღეს. განსაზღვრულია, რომ უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშვნის შეჩრება, სანამ სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად რეფორმები არ გატარდება. ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია ფართო დისკუსია. იქამდე უნდა შეჩრდეს დანიშვნები. შეთანხმებაში მოცემულია, რომ უნდა შეფასდეს უკვე გატარებული როფორმები, შემდეგ გაიმართოს ფართო დებატები მომდევნო რეფორმებზე”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანმა აღნიშნა, რომ სასამართლოში საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები არიან და დანიშვნის პროცესის შეჩერება გართულებებს არ გამოიწვევს.

იტვირთბა....