ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამყრელიძე: ასტრაზენეკას მოწოდება შეფერხებულია, ალტერნატივად სინოფარმსა და სინოვაკს ვთავაზობთ

დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ატრაზენეკას ვაქცინის მოწოდება შეფერხებულია და ხალხს ალტერნატივებს სთავაზობს.

“ვინც პირველ დოზაზე იყო ჩაწერილი, 1 200 ადამიანზე მეტი, მათ, შესაძლოა, ამ ეტაპზე ალტერნატივად სინოფარმი ან სინოვაკი შევთავაზოთ. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ისინი აიცრებიან. 1 600-მდე დოზა არის ადგილზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის შემოვა ასტარზენეკას საკმარისი დოზა.

იტვირთბა....