პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს ინფორმაცია მისთვის რომ მიეწოდებინა, ის პროკურორს საქმის კურსში ჩააყენებდა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თუ შეწყალების სკალნდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი მაშინ ვინმემ, ვისაც კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს.
„ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება. ჩემ მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე, ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე? ძიძიგური სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და, შესაძლოა, ვიღაცები დღესაც ფიქრობენ, რომ მან 90-იან წლებში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და სიკვდილს იმსახურებს. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.