აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ომის წარმოების ახალი მოდელი” – უკრაინა უპილოტო სისტემებით ახალ ქვედანაყოფებს აყალიბებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ უპილოტო დრონებით მოიერიშე ქვედანაყოფები ჩამოაყალიბა, რასაც სამინისტრო ომის წარმოების “ახალ მოდელად” ახასიათებს.

“მიმდინარეობს ომის წარმოების ახალი მოდელის დანერგვა – დრონებით მოიერიშე დანაყოფები, რომლებიც ქვეითებთან ერთად საჰაერო და სახმელეთო დრონებს ერთ სისტემაში აერთიანებენ,” განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. 

განცხადების მიხედვით, “ამ მიდგომამ უკვე აჩვენა შედეგები სამხრეთში, სადაც თებერვლიდან მოყოლებული დიდი ოდენობით ტერიტორია გათავისუფლდა, სწორედ ახალი ქვედანაყოფების გამოყენების გამო.”

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის უკვე დამზადებულია ათეულობით ათასი უპილოტო სახმელეთო სისტემა, რითაც ადამიანების ჩანაცვლება შეიძლება. 

მანამდე, 13 აპრილს, უკრაინის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიაზე უპილოტო სისტემები შეაქო და განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად უკრაინულმა ძალებმა მტრის პოზიციების დაკავება ქვეითი ჯარის ჩართულობის გარეშე, მხოლოდ დისტანციური ტექნოლოგიებით შეძლეს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრატეგიული პოზიციების აღება ექსკლუზიურად სახმელეთო რობოტიზებული სისტემებისა და დრონების მეშვეობით მოხდა.

“ოპერაცია ისე განხორციელდა, რომ უკრაინულ მხარეს არ ჰქონია არანაირი ცოცხალი ძალის დანაკარგი. ეს ადასტურებს, რომ ტექნოლოგია ჩვენი მეომრების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტია”, – თქვა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....