ზურაბ ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს მიმართა, რომ კორონავირუსის მართვა არ იყო წარმატებული და ამაში თავად, გამყრელიძე და იმნაძე არიან დამნაშავე.
“ამ ბოლო წლის განმავლობაში ბატონები, ცერცვაძე, გამყრელიძე და იმნაძე იყვნენ მთავარი სახეები. როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და კომენტარს აკეთებ ასეთ რთულ საკითხებზე და ამ კომნეტარის შინარსი ყოველთვის არის ისეთი, რომ მოწოდებას აკეთებ შეზღუდვებზე, რომ რეგულაციები უნდა იყოს, მათ შორის, არაერთი თქვენი კომენტარი მახსოვს არაერთ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ ახლა მორჩება, შეზღუდვები მოიხსნება, პლატოა და გავივაკებთ და მერე მოიხსნება. თქვენ გახდით ჩვეულებრივი საჯარო ფიგურა, პოლიტიკის განმკარგავი ამ ქვეყანაში. თქვენ ფორმალურად პოლიტიკოსი გქვიათ თუ არ გქვიათ, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არავისთვის არ აქვს …მე არასდროს გამიკრიტიკებიხართ თქვენ, როგორც კლინიცისტი და არასდროს დამიდანაშაულებიხართ პირადად კორუფციაში, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. როცა წელიწადნახევრის განმავლობაში თქვენ ხართ მთავარი სახე და თქვენ ხართ დამკვეთი და გამოდიხართ და იძახით, რომ შეზღუდვები შემოსაღებია, მარნეული ჩასაკეტია და მაკარონზე დასვით ის ხალხი, როდესაც ხმას არ იღებთ იმაზე, მე რომ 3 000 ლარით მაჯარიმებენ სუფთა ჰაერზე სერინობის გამო, ახლა გეკითხებით, სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის სხივი კარგია ვირუსისთვის თუ ცუდია? როცა დღემდე ადამიანებს ქუჩაში დასდევენ და 40-გრადუსიან სიცხეში 20 ლარით აჯარიმებენ პირბადეების გამო და ამაზე არაფერს ამბობთ, როცა ერთი წლის წინ თქვენი ინტერვიუ მაქვს ნანახი, სადაც იძახით, გართ პირბადე არ არის აუცილებელიო, როცა რაც გინდათ, იმას ამბობთ და რაც არ გინდათ, იმას არ ამბობთ, ეგრე ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას”, – მიმართა ჯაფარიძემ ცერცვაძეს.
ჯაფარიძემ, ასევე, მიმართა ცერცვაძეს, რომ სამი ადამიანი იყვნენ, ვინც ეს ყველაფერი დაუკვეთა და მერე “გააპრავა”, ხოლო გახარიას დარტანიანს ეძახდნენ, საუკეთესო კრიზისმენეჯერიაო, თუმც აღარ არის ახლა მოდაში.