გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ამასთან ბუნებრივი აირის მილსადენი დაზიანდა.
ბეემვეს მარკის ავტომანქანა სოფელ ხელთუბანთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე სოფელი გაზის გარეშე დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.