ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

წულაია ივანიშვილს მიმართავს: წადი, ინდონეზია ნახე, ეგვიპტის პირამიდები, წადი რა, წადი

“უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება და თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადარჩეს კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს”, – ამის შესახებ მთავარ არხთან გოგი წულაიამ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

წულაიამ საპატიმროდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა:

“ბიძინა ივანიშვილს ვეტყვი, გაქვს საკმარისი ფული, ხარ იმ ასაკში, რომ შეხედე ევროპელ პენსიონერებს, დადიან მსოფლიოს ათვალიერებენ, გაქვს ეგ ფული, წადი ინდონეზია ნახე, წადი ეგვიპტის პირამიდები ნახე, წადი რა წადი, წადი და ვსიო წადი. გაგვანებე თავი შეგვეშვი და მადლობელი დავრჩებით, თორემ მოგიწევს გაგდება, მოგიწევს ქონებების დათმობა”, – აღნიშნა წულაიამ.

ცნობისათვის, გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....