ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებისგან ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირებაზე რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ ნათელაშვილმა ბრიფინგზე თქვა.
“მოვითხოვ, საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე გამოძახებულ იქნეს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, ხოლო ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთშორისო დონეზე.სხვა შემთხვევაში აი ამ ერთი პატარა ქართული ულამაზესი სოფლის ანექსირებას ფსოუზე მოჰყვება მთელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასე ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მიერთება რუსეთის ფედერაციაზე”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისათვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსია ოფიციალურად გაიფორმა