ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი: მოვისმინეთ დეგნანის განცხადება, მთავარია, ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა იმოქმედოს იმ გამოწვევების შესაბამისად, რომელიც შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში.

,,ჩვენ მოვისმინეთ კელი დეგნანის ეს განცხადება. ყურადღებით ვისმენთ და ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან. მთავარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი. ჩემი პასუხი იქნება ამ ფორმით, მეტ სიღრმეში ვერ შევალ, ვისმენთ კონკრეტულ მოსაზრებებს და ჩვენი ამოსავალი პრინციპია იმ გამოწვევების შესაბამისად მოქმედება რომელიც შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

იტვირთბა....