ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სპეცოპერაცია ავლაბარში – ადგილზე ჩხრეკა მიმდინარეობდა

ჩხრეკა მიმდინარეობდა და პოლიციის მობილიზება შეინიშნება მეტრო სამას არაგველთან. ამის შესახებ ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველები გაქცეული მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და მიმდინარეობდ ერთერთი ავტომობილის ჩხრეკა.

ავტომობილში მსხდომი პირები სავარაუდოდ გაქცევას ცდილობდნენ სამართალდამცველებისგან, თუმცა, მათი შეჩერება მოხერხდა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ჩხრეკის ოპერაცია.

ერთერთი პირი, რომელიც ავტომობილში იჯდა, პოლიციას გადაჰყავს, თუმცა, უცნობია, ეს კაცი დაკავებულია, თუ უბრალოდ გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

როგორც ფორმულას ერთერთმა სამართალდამცველმა განუცხადა, მართვის მოწმობა არ ჰქონდა კაცს, რომელიც ავტომობილს მართავდა და ამის საფუძველზე მოხდა მისი გაჩერება.

დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, რომელსაც მიღებისთანა შემოგთავაზებთ.

 

იტვირთბა....