ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სპეცოპერაცია: ISIS-ის ქართველი ლიდერი ამერიკის სპეცნაზმა ერაყში დააკავა

ერაყის პროვინცია კირკუკში ამერიკის სპეცნაზის წარმომადგენლებმა ქართველი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი თარხან ბათირაშვილი დააკავეს. ამერიკელებმა პროვინციაში სპეცოპერაცია ჩაატარეს. როგორც რუსული სააგენტო ტასი იტყობინება ბათირაშვილი იგივე აბუ ომარ აშ-შიშანი ISIS წამყვანი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია. მასთან ერთად აიყვანეს კიდევ რამდენიმე ტერორისტი. სპეცოპერაციის დროს ამერიკელებმა ISIS-ის 7 ტერორისტი მოკლეს.

როგორც ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელები აცხადებენ, მსგავსი ოპერაციები პერიოდულად ჩატარდება. საიდუმლო დაჯგუფება 100 კაცისაგან შედგება და განსაკუთრებით საიდუმლო ვითარებაში მიდის მათი წრთვნა და ოპერაციების დაგეგმვა.

როგორც სააგენტო ტასი იუწყება, ბათირაშვილი წარმოშობით პანკისელია, დაიბადა 1986 წელს, დედა ქისტია, ხოლო მამა ქართველი.

იტვირთბა....