ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov-ზე განახლდა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 741 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 920-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.