“გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ინდური შტამი მთელ მსოფლიოს დაიპყრობს”, – ამის შესახებ პროფესორმა, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.
მეტრონომი გიორგი ფხაკაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ
„ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული ვინც არის, 96% არის ინდური შტამით, შეერთებულ შტატებში – 10%, საფრანგეთში -4%. უბედურება ისაა, რომ 1 კვირაში ციფრები ორმაგდება. რა ვიცით ინდური შტამის შესახებ – ბევრი არაფერი.
აგვისტოს ბოლოს მთელ საქართველოში ინდური შტამი იქნება გავრცელებული. რა უნდა გავაკეთოთ – ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ “ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში. თუ ჩვენ ამ ვაქცინას გავიკეთებთ, ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 30% იქნება დაცული. მეორე დოზის შემდეგ 86-88% იქნება დაცული. ნიშნავს, რომ ვირუსი არ გავრცელდება და ადამიანი არ გარდაიცვლება“, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.