ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი – ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

პროფესორი, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს იპყრობს. მისივე თქმით, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად.

“ინდური შტამი იპყრობს მსოფლიოს. ბრიტანეთში ინფიცირებულების 96 პროცენტი არის ინდური შტამით ინფიცირებული… ინდური შტამი დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში. ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.

წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 672.

იტვირთბა....