თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქალთა სპორტისა და პარასპორტის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერია დაფინანსებას გამოყოფს.
“ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას. თბილისისი მერია დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ ქალთა გუნდებსა და კლუბებს, ასევე, შშმ პირთა გუნდებს, რომელთა იურიდიული მისამართი არის თბილისი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ აღნიშნა, რომ ეს დაფინანსება იქნება სპორტული ეკიპირების შესაძებნად ან იჯარის დასაფარად.