ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში მეორეკლასელი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში არასრულწლოვანმა სავარაუდოდ თავი ჩამოირხჩო. გარდაცვლილი ბავშვი დედამ იპოვნა. ადგილობრივების თქმით, ბავშვი ბებიასთან იყო დატოვებული.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მათ კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც თბილისში ნათესავთან ცხოვრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....